გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ.
ფაჟავა 120 სპორტსმენს შორის მრავალჭიდში მეშვიდე ადგილზე გავიდა. ტრადიციულად ძლიერად იასპარეზა გურზებით ვარჯიშში, რომლის შემდეგაც ქართველი ტანმოვარჯიშე პირველ ხუთეულში იმყოფებოდა.
საბოლოოდ კი სალომე ფაჟავამ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვება მოახერხა, ლიცენზიისთვის ჩათვლაში ქართველმა მეოთხე ადგილი დაიკავა.