17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
სტივენ ჯერარდი - "სუიციდსაც კი არ გამოვრიცხავდი"

ლივეპულის ყოფილმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით "ჩემი ისტორია", გამოსცა. 

ჯერარდი ერთ-ერთ თავში ჩელსისთან 2014 წელს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ ლონდონურ კლუბთან დაშვებული შეცდომა საკუთარ თავს ვერ აპატია.

"ჩელსისთან თამაშის შემდეგ მანქანაში ჩავჯექი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მართალია, წლებია, არ მიტირია, მაგრამ იმ წუთას ცრემლებს ვერ ვუმკლავდებოდი. მე ვერ გეტყვით იმ დროს სახლისკენ მიმავალ გზაზე ქუჩებში ვინმე მოძრაობდა თუ არა, მე ეს ვერ შევამჩნიე. მე აბსოლიტურდ მარტო ვიყავი. 

"2014 წლის 27 აპრილი - ერთი მოგებაც და ჩვენ თითქმის ჩემპიონები გავხდებოდით, მაგრამ ერთი პასი ცენტრში, ეს ხომ უბრალო მომენტი იყო. მე ბურთისკენ წავედი, ის კი ფეხიდან გამიცურდა. შევეცადე, ვარდნა გამეკეთებინა, მაგრამ მოედანზე დავეცი, დემბა ბა კი ბურთით ჩვენი საჯარიმოსკენ მიიწევდა. მე მივდევდი ბას ისე, თითქოს ამ ყველაფერზე ჩემი ცხოვრება იყო დამოკიდებული. მან გაიტანა. ყველაფერი დასრულდა.

"ლივერპული 2:0 დამარცხდა და ჩემპიონის ტიტული მანჩესტერ სიტის დაუთმო. არადა, მთელი ცხოვრება ჩემს კლუბთან ერთად პრემიერლიგის მოგებაზე ვოცნებობდი.

"მე უიმედოდ ვიყავი, იმდენად გაწბილებული, რომ  სუიციდსაც კი არ გამოვრიცხავდი," - წერს ფეხბურთელი.  

სტივენ ჯერარდი ლივერპულში 1998-2015 წლებში თამაშობდა. ის გუნდის აკადემიის აღზრდილია. ინგლისური კლუბის მაისურით სტივენმა 504 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა. ჯერარდმა ინგლისური კლუბი სეზონის ბოლოს დატოვა და კარიერას ლოს ანჯელეს გალაქსიში აგრძელებს.

 

გთავაზობთ rustavi2.com -ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლს.

 

წყარო: dailymail.co.uk

 

დღის ამბები