ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ესპანიოლი 0:6 დაამარცხა.
შეხვედრაში 5 გოლის გატანა კრიშტიანო რონალდუმ მოახერხა და ლა ლიგაში სამეფო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რაულ გონსალეს ბლანკოს რეკორდი დაძლია. რონალდომ პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 203 მატჩში 230 გოლი გაიტანა, რაულს კი 228 გოლის გასატანად 550 მატჩი დასჭირდა.
რონალდო ბლანკოსში 2009 წელს მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა.
წყარო: as.com
ვიდეო: goalsarena.org