17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ლა ლიგა - ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მადრიდის ატლეტიკომ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქესთან 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მადრიდელებმა მეორე ტაიმის დებიუტში ფერნანდო ტორესის გოლით გახსნეს. ზუსტად 4 წუთში ნეიმარმა გაათანაბრა. 77-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

პრიმერა დივიზიონს 3 ტურის შემდეგ ბარსელონა 9 ქულით ლიდერობს. 

 

 

ფოტო: ბარსელონას ოფიციალური twitter-ის გვერდი.

ვიდეო: goalsarena.org

დღის ამბები