იტალიელი ფლავია პენეტა ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია, ფინალში მან თანამემამულე რობერტა ვინჩი ორ სეტში7:6, 6:2 დაამარცხა და 33 წლის ასაკში ის ამერიკის ღია პირველობის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ პენეტამ ტურნირის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჩოგბურთიდან წასვლა ყოველთვის გამარჯვებულის რანგში სურდა და ახლა საუკეთესო პერიოდია კარიერა დაასრულოს.
მისი მოწინააღმდეგე რობერტა ვინჩი კი ამერიკის ღია პირველობის მთავარი სენსაციის ავტორი ნახევარფინალში გახდა, როდესაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი დაამარცხა 2:6, 6:4, 6:4 და ფინალში გავიდა.