ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა eurobasket2015.org-მა მერვედფინალური შეხვედრების 5 საუკეთესო მომენტი გამოავლინა.
მეხუთე ადგილს თორნიკე შენგელიას "ჩატენვა" იკავებს, პირველ ადგილზე კი გიორგი ცინცაძის "ბრმა" პასი და მარკოიშვილის ზუსტად დასრულებული შეტევა გავიდა.
მერვედფინალურ შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 81:85 დამარცხდა.
წყარო: eurobasket2015.org