ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში WBC-ის და WBA-ის ტიტულები დაიცვა.
მეივეზერი თანამემამულე ანდრე ბერტოს დაუპირისპირდა და მეტოქე 12 რაუნდში ქულებით დაამარცხა.
ჩემპიონმა კარიერა სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ დაასრულა, თანაც ისე რომ 49 გამართული შეხვედრიდან არცერთში არ დამარცხებულა.
წყარო: dailymail.co.uk