ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით "ჩემი ისტორია", გამოსცა.
ჯერარდი ერთ-ერთ თავში მარიო ბალოტელიზე საუბრობს და ამბობს, რომ იტალიელის კარიერა მთლიანად ტალანტის განიავებაა:
„რამდენიმე ადამიანმა მკითხა - ვხედავდი, თუ არა ბალოტელის და ელ ჰაჯი დიუფს შორის მსგავსებას? ჩემი პასუხი იყო - არა, ვინაიდან, ბალოტელის პატივს ვცემ, დიუფს კი არა.
„მაქვს მცირე იმედი, რომ ერთ დღესაც მარიოს კარიერა სწორად წარიმართება და მისი პოტენციალის გამოვლენას შეძლებს.
ჩემს ბოლო სეზონში ლივერპულში, ბრენდან როჯერსი მოვიდა და მითხრა: რისკის წინაშე ვდგავართ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა დავძლიოთ ეს. რისკი ბალოტელია. ჩემი რეაქცია იყო - უჰ, ოჰ.
მე ყველა ისტორია ვიცოდი ბალოტელიზე. მოსმენილი მქონდა ჟოზე მოურინიოს მოსაზრება იტალიელ თავდამსხმელზე. ვფიქრობდი, რომ მისი კარიერა მთლიანად ტალანტის განიავება იყო.
მე ვცდილობდი მას დავხმარებოდი იმის იმედით, რომ ოდესმე სწორად შეაფასებდა სიტუაციას. მაგრამ მოურინიო მართალი იყო - „ბალოტელი უმართავია“.
მარიო ყოველთვის აგვიანებს, მას ყოველთვის უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ის არასწორად იქცევა მედიასთან. ერთი სიტყვით, როდესაც საქმე ბალოტელის ეხება, შენი ყველა მცდელობა კრახით დასრულდება. ის ძალიან ბევრ რამეს არასწორად აკეთებს".
სტივენ ჯერარდი ლივერპულში 1998-2015 წლებში თამაშობდა. ის გუნდის აკადემიის აღზრდილია. ინგლისური კლუბის მაისურით სტივენმა 504 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა. ჯერარდმა ინგლისური კლუბი სეზონის ბოლოს დატოვა და კარიერას ლოს ანჯელეს გალაქსიში აგრძელებს.
წყარო: dailymail.co.uk