17 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ლონდონის ჩელსის ფეხბურთელები მოურინიოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან

ლონდონის ჩელსის ყოფილი ექიმის, ევა კანეირო გუნდიდან გაშვება არისტოკრატების წარუმატებელი სტარტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება.

კანეირო ფეხბურთელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მოურინიოს გადაწყვეტილებამ გუნდში ატმოსფერო დაძაბა.

Dailymail -ის ინფორმაციით, პორტუგალიელი მწვრთნელის წინააღმდეგ ფეხბურთელების ცოლები და მეგობრები რომან აბრამოვიჩის მეუღლესთან ერთად მოქმედებენ.

თავად მოურინიო უარს აცხადებს კლუბის ყოფილი ექიმისთვის ბოდიშის მოხდაზე.

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელსა და კანეიროს შორის ურთიერთობა პრემიერლიგის პირველ ტურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიძაბა, რასაც კლუბიდან ექიმის გაშვება მოჰყვა.

ინგლისის ჩემპიონატის საწყისს 5 შეხვედრაში ჩელსიმ მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა, რაც 1988 წლის შემდეგ კლუბისთვის ყველაზე ცუდი სტარტია. 

 

 

წყარო: eurosport.ru

დღის ამბები