შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა ტრაბზონსფორმა სტუმრად ქაისერისფორი დაამარცხა.
ტრაბზონის კლუბმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით 0:1 მოუგო. გოლი ოსკარ კარდოზოს ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სპეციალისტი ქაისერისფორში 2010-12 წლებში მუშაობდა.
არველაძის გუნდი 4 ტურის შემდეგ 10 ქულით თურქეთის სუპერლიგას ფენერბახჩესთან ერთად ლიდერობს.