დღეს გამთენიისას სამშობლოში ქართველი კალათბურთელები დაბრუნდნენ.
იგორ კოკოშკოვის მიერ მომზადებულმა გუნდმმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში ლიტვისთან 85:81 დამარცხდა.
ქართველთა რიგებში საუკეთესო 23 ქულით ზაზა ფაჩულია იყო, ლიტველთა მხრიდან კი კარიერის საუკეთესო მატჩი იონას მაჩიულისმა ჩაატარა, რომელმაც 34 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.