17 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
აშშ-ს გენერალური პროკურორი - "FIFA-ს ჩინოვნიკების დაკავების მორიგი სერიაა მოსალოდნელი"

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა, ლორეტა ლინჩმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში FIFA-ს ჩინოვნიკების დაკავების მორიგი სერიაა მოსალოდნელი.

"გამოძიება FIFA-ში კორუფციის შესახებ აქტიურ ფაზაშია შესული და შედეგებს სულ მალე ნახავთ"-განაცხადა ლინჩმა ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მოსალოდნელია ფიზიკური და იურიდიული პირების დაკავება და დაკითხვა. თუმცა, დეტალების გახმაურებისაგან გენერალურმა პროკურორმა თავი შეიკავა.

კონგრესი სადაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ პრეზიდენტს აირჩევს 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები