შაბათს, პრემიერლიგის მეხუთე ტურში ევერტონმა ლონდონის ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას მართავდა ლივერპულელთა მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, რა დროსაც მოურინიო მასთან მივიდა და უთხრა:
„სხვა დროს, ნება მომეცი, პირველი მე ჩავატარო პრესკონფერენცია. ჩვენ სტუმარი გუნდი ვართ. ჩვენ უნდა გავემგზავროთ“.
მარტინესმა მოკლედ უპასუხა - „მე ამას არ ვწყვეტ ჟოზე. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.“
მოურინიოს გასვლის შემდეგ ევერტონის მწვრთნელმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი შარშან უფრო სასიამოვნო ადამიანი იყო.
„შარშან, როდესაც ჩელსიმ 6:3 დაგვამარცხა, ჟოზე უფრო თავაზიანი ადამინი იყო. მე ძველი მოურინიო მირჩევნია".
ინციდენტის აღმნიშვნელ აუდიომასალას mirror.co.uk ავრცელებს.
წყარო: mirror.co.uk