დღეს გამთენიისას საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა.
ლას ვეგასში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ხინჩეგაშვილმა 5 შეხვედრა მოიგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი ირანის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონი ჰასან რაჰიმი დაძაბულ ბრძოლაში, 5:4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ხინჩეგაშვილმა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც აიღო.
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს პრიზიორები გენო პეტრიაშვილი და სანდრო ამინაშვილი გახდნენ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კი ლაშა გობაძე.
ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი კლუბ საგარეჯოს წევრები არიან.
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.