17 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ლონდონის ჩელსი მიგრანტებს დაეხმარება

ლონდონის ჩელსი უერთდება საფეხბურთო ორგანიზაცია „90 წუთი იმედისთვის“ ინიციატივას და მიგრანტებს დაეხმარება.

ლონდონური კლუბი, ოთხშაბათს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის გაყიდული ყოველი ბილეთიდან 1 ევროს სირიელი მიგრანტების დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადარიცხავს.

ანალოგიური აქციის გამართვას კლუბი თავისი ინიციატივით, შაბათს პრემიერლიგის მატჩში არსენალის წინააღმდეგ აპირებს. შეხვედრისთვის გაყიდული თითოეული ბილეთიდან ჩელსი 1 ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. 

 

 

წყარო: chelseafc.com

დღის ამბები