17 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
გიორგი ცინცაძე ფრანგულ გრავენილში გააგრძელებს კარიერას

საქართელოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი ცინცაძე საფრანგეთის კლუბ გრავენილში გააგრძელებს კარიერას.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ შედგა. ცინცაძე საფრანგეთში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

გასულ სეზონში გრავენილმა 18 მოგებით და 16 მარცხით მე-9-ე ადგილი დაიკავა და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის პლეი ოფში გასვლა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების გამო ვერ მოახერხა.

ცინცაძე შსს აკადემიაში ასპარეზობდა. 

 

 

წყარო:gbf.ge

დღის ამბები