მადრიდის რეალის ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების სეზონის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან.
კლუბის ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუსთან რეალის რამდენიმე ფეხბურთელი მივიდა და გადაეხვია.
პორტუგალიელმა შემტევმა, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში 5 გოლის გატანა მოახერხა და რეალის საუკეთესო ბობარდირი 230 გატანილი გოლით გახდა. რონალდომ რაულ გონსალეს ბლანკოს შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც სამეფო კლუბის მაისურით 228 გოლი ჰქონდა გატანილი.
ვიდეოს რეალის ოფიციალური Facebook-ის გვერდი ავრცელებს.