საფრანგეთის ქალაქ ლილის მეტროპოლის დარბაზში, საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების და ლატვიის დაპირისპირება გაიმართა.
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ დღეს მასპინძლებმა დამაჯერებლად 14 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
მეორე წყვილში კი ესპანეთის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში 73-71 დაამარცხა საბერძნეთი. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 27 ქულა პოლ გასოლმა დააგროვა, ბერძენთა შორის კი გამორჩეული 14 ქულით და 17 მოხსნით ანტეტოკუმპო იყო.
ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე ესპანელები ფინალის საგზურს ფრანგებთან გაითამაშებენ.
დღეს კი მეოთხედფინალში, სერბეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო იტალიის ნაკრები ლიტვას.
ფოტო: eurobasket2015.org