გუშინ, მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა, ლუკ შოუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში პსვ ეინდჰოვენის წინააღმდეგ ფეხი მოიტეხა.
ინგლისელ მცველს ფეხის ორმაგი მოტეხილობა აქვს. ფეხბურთელს ხვალ ქალაქ მანჩესტერში ოპერაციას გაუკეთებენ.
შოუ ტრავმის მიღების შემდეგ შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას პირველადი დახმარება ექიმებმა მოედანზევე ჩაუტარეს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გასტანს 20 წლის ფეხბურთელის სარეაბილიტაციო კურსი.
ლუკ შოუმ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის ახალი შემართებით დაბრუნდება.
,,ჩემი აღდგენითი პროცესი დღეს იწყება, მე გადავლახავ ამ უმძიმეს პერიოდს და უფრო ძლიერი დავბრუნდები."
მატჩი პსვ-ს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ფოტო: mirror.co.uk
ვიდეო: goalsarena.org