მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა დონეცკის შახტართან 4:0 მოგებული თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
„შახტარი კარგი გუნდია, მაგრამ რეალში უკეთესი მოთამაშეები ირიცხებიან. დღესდღეობით რონალდოს მსოფლიოში ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეედრება და გთხოვთ, ამ თემაზე მეორედ კითხვა აღარ დამისვათ, რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია’’.
ამავე თემას გამოეხმაურა ბარსელონას მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე. ესპანელის აზრით, მესი არამხოლოდ ამ ეპოქის, არამედ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და მისთვის უხერხულია არგენტინელს რომელიმე ფეხბურთელი შეადაროს.
წყარო: uefa.com