ესპანეთის ნაკრების ცენტრმა, პაუ გასოლმა, საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
ჩიკაგო ბულსის მოთამაშის განცხადებით, მისი ნაკრები საფრანგეთში იმისთვის ჩავიდა, რომ ყველა მეტოქე დაამარცხოს და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვოს.
ესპანეთის ნაკრები წინა ევროპის ჩემპიონატზე სწორედ საფრანგეთთან დამარცხდა და კალათბურთელის თქმით, ახლა სწორედ რევანშის დროა.
აღნიშნული დაპირისპირება 2 წლის წინანდელის მსგავსად, ამჯერადაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში შედგება.
წყარო: sports.ru
ფოტო: eurobasket2015.org