ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში იტალია ლიტვას დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გახდა ცნობილი. საბოლოოდ ლიტველებმა 95:85 დაამარცხეს მეტოქე და რიოს 2016 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
ნახევარფინალში ლიტვის ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ჩეხეთის ნაკრებს 89:75 მოუგო. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 23 ქულა ჩეხეთის ცენტრმა იან ვესელიმ მოიპოვა. სერბების რიგებში კი გამორჩეული მოსკოვის ცსკას გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი იყო, კალათურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა და 14 შედეგიანი გადაცემა.
დღეს საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრები ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება.
ფოტო: eurobasket2015.org