ჩემპიონთა ლიგის მატჩში რომას ფეხბურთელმა, ალექსანდრო ფლორენციმ ბარსელონას გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა.
პრესკონფერენციაზე ამ თემას შეეხო ბლაუგრანას მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე.
„რომას გატანილი გოლი ჩემი ბრალია. ჩვენ ვეუბნებით მეკარეებს, რომ ასე ითამაშონ. ეს ჩვენი ტაქტიკის ნაწილია. იმედი მაქვს, სხვა დროს მსგავსი რამ აღარ განმეორდება“, - განაცხადა ენრიკემ.
შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.