17 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
როი კინი - ,,შოუს ტრავმის ეპიზოდში, უხეშობას ადგილი არ ჰქონია"

პსვ-ს მცველის ექტორ მორენოს და მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის ლუკ შოუს შეჯახების შედეგად ინგლისელმა ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა. ირლანდიელი მიიჩნევს, რომ უხეშ თამაშს ადგილი არ ჰქონია და ეს უბრალოდ უიღბლობა იყო.

,,ვთვლი, რომ ეს ბრწყინვალე ორთაბრძოლა იყო. მე მიყვარს ფიზიკური დაპირისპირებები და აღნიშნულ მომენტს ვერ ვუწოდებ უხეშ თამაშს, ეს უფრო უიღბლობა იყო’’ - განაცხადა კინმა.

პსვ-მ იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

 

 

წყარო: mirror.co.uk

ვიდეო: goalsarena.org

დღის ამბები