ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა ნახევარფინალში საფრანგეთი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. საბოლოოდ ესპანეთმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 80:75 დაამარცხა.
დღეს, მეორე ფინალისტის საგზურისთვის ერთმანეთს სერბეთი და ლიტვა დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: eurobasket2015.org