17 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
მადრიდის რეალმა სირიელი მიგრანტის ოჯახს უმასპინძლა

სირიელ მიგრანტს, რომელიც ოჯახთან ერთად საზღვარზე გადასვლას ცდილობდა უნგრელმა ოპერატორმა ფეხი წამოუდო და წააქცია. ინციდენტის ამსახველი ფოტოები სოციალ ქსელებში გავრცელდა.  

დაზარალებული მიგრანტი ოსამა ალ-აბდ ალ-მოჰსენი აღმოჩნდა, რომელიც სირიის საფეხბურთო კლუბ  al-Fotuwa-ს მწვრთნელი იყო.

ოსამას ოჯახს მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა უმასპინძლა და კლუბის მუზეუმი დაათვალიერებინა. ასევე, სამეფო კლუბი მიგრანტების დახმარების ფონდში მილიონ ევროს გადარიცხავს.

მადრიდის კიდევ ერთმა კლუბმა ხეტაფემ, ოსამა ალ-აბდ ალ-მოჰსენს თავის საფეხბურთო სკოლაში სამსახური შესთავაზა.

 

 

წყარო: მადრიდის რეალის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.

დღის ამბები