18 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება აიღებს სტარტს, რომელიც ინგლისში გაიმართება და 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ჩემპიონატი ინგლისი ფიჯის დაპირისპირებით გაიხსნება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია 20 სექტემბერს არგენტინის წინააღმდეგ ჩაატარებს თავის პირველ შეხვედრას.
საქართველოს ნაკრები 19 სექტემბერს ტონგას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
წყარო: worldrugby.org