დორტმუნდის ბორუსიამ ევროპის ლიგის პირველ შეხვედრაში კრასნოდარს უმასპინძლა.
შეხვედრას 55 200 მაყურებელი დაესწრო, რაც ჯგუფური ეტაპის რეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი მაჩვენებელი დასწრების მხრივ შალკეს ფელტინს არენაზე იყო დაფიქსირებული - 53 123 მაყურებელი.
დორტმუნდმა კრასნოდარი 2:1 დაამარცხა.
წყარო: uefa.com