მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა, ნეიმარზე ისაუბრა და მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
,,ყველა რონალდოსა და მესიზე საუბრობს, მაგრამ ნეიმარი მათზე უკეთესია. ვფიქრობ, რომ ის ბარსელონაში უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე ბრაზილიის ნაკრებში, რადგან კატალონიაში მას აწყობილი გუნდი ხვდება’’ - განაცხადა კარლოსმა.
წყარო: as.com