გუშინ ინგლისში ოფიციალურად გაიხსნა 2015 წლის მორაგბეთა მსოფლიო თასის გათამაშება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მორაგბეები C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებენ.
პირველ შეხვედრას ბორჯღალოსნები ტონგას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.