ჰექტორ მორენომ ლუკ შოუ სავადმყოფოში მოინახულა და პირადად მოუხადა ბოდიში.
"მე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. მე ვფიქრობდი რომ იმ ეპიზოდში ბურთზე ვითამაშე. მისთვის და მისი ოჯახისთვის ეს საშინელებაა"- დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ლუკ შოუმ მორენოსთან შეჯახების დროს ფეხი მოიტეხა.
წყარო: eurosport.ru