ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ლონდონის ჩელსიმ არსენალს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
პირველი გოლი არისტოკრატების მცველმა, ზუმამ 53-ე წუთზე გახსნა. შეხვედრის მიწურულს კი ჰაზარმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ინგლისის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ ჩელსის 7 ქულა აქვს და მე-13-ე პოზიციას იკავებს. არსენალი კი 10 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ვიდეო: goalsarena.org
ფოტო: ჩელსის ოფიციალური twitter-ის გვერდი.