17 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ჩელსი VS არსენალი - ინციდენტი ფეხბურთელებს შორის

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში, ლონდონის ჩელსიმ არსენალს უმასპინძლა.

მატჩის დროს ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა. ჩელსის თავდამსხმელმა, დიეგო კოსტამ უხეშად ითამაშა ლორან კოშელნის წინააღმდეგ, რასაც ფეხბურთელებს შორის სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერი მეთოფეების ნახევარმცველის, გაბრიელის მოედნიდან გაძევებით დასრულდა.

მატჩის შემდეგ აღშფოთებული იყო არსენ ვენგერი.

„დიეგო კოსტა ამას ყოველ კვირას აკეთებს, მაგრამ ყოველთვის დაუსჯელი რჩება. მე არ მესმის მსაჯის გადაწყვეტილება - გააძევო გაბრიელი და კოსტა მოედანზე დატოვო. გეთანხმებით, ჩემი ფეხბურთელის რეაქცია გადაჭარბებული იყო, მაგრამ ყველაფერი კოსტას პროვოკაციის ბრალია“.

არსენ ვენგერს ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უპასუხა.

არსენალის წინააღმდეგ უამრავჯერ მითამაშია. ვენგერმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ იწუწუნა, როცა ჩვენ დაგვამარცხა თასის ფინალში. ის უნდა შეეგუოს მარცხს“- განაცხადა მოურინიომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ შესაძლოა დიეგო კოსტას 3 თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯოს.

მატჩი ჩელსის გაამრჯვებით 2:0 დასრულდა.

 

წყარო: dailymail.co.uk

 

დღის ამბები