პალერმოს პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ მისი გუნდის მილანთან შეხვედრა შეაფასა.
ძამპარინის აზრით, მატჩის მთავარმა არბიტრმა, კარმინე რუსომ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.
,,ადრე თუ მეცოდინებოდა, რომ მატჩს რუსო იმსაჯებდა, გუნდის ფეხბურთელებს ვეტყოდი, რომ მათ შეუძლიათ სახლში დარჩენა. საშინელებაა ასეთი მსაჯობის ყურება და იმედია მეორედ აღარ განმეორდება’’.
მატჩი მილანის სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.
წყარო: sport.ru