17 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი - 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა.

საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 ჩემპიონები თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ), ბექა ღვინიაშვიილ (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ)  გახდნენ . ბრინჯაოს მედლები კი გიორგი კაციაშვილმა (73 კგ) და თორნიკე ნაგლიაშვილმა (60 კგ) მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

 

წყარო: gjf.ge

დღის ამბები