მადრიდის რეალის მეკარეს უკვე 5 მატჩია გოლი არ გაუშვია. კეილორ ნავასმა ესპანეთის ჩემპიონატის 4 შეხვედრაში და 1 ჩემპიონთა ლიგის მატჩში შეინახა კარი მშრალად.
თუ მადრიდის რეალი ატლეტიკ ბილბაოსთან 10 წუთი გოლს არ გაუშვებს, მაშინ კოსტა-რიკელი მეკარე იკერ კასილასის რეკორდს გაიმეორებს, რომელსაც 2008-09 წლების სეზონში 460 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გაშვებული.
წყარო: eurosport.ru