17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ინციდენტი საფრანგეთის ჩემპიონატში - მარსელის გულშემატკივრებმა ვალბუენას ბოთლები ესროლეს

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურიში ერთმანეთს მარსელი და ლიონი დაუპირისპირდნენ.

მატჩის დროს ინციდენტი მოხდა. მარსელის ქომაგებმა, გუნდის ყოფილ ფეხბურთელს მატიო ვალბუენას, რომელიც ამჟამად ლიონის ღირსებას იცავს ბოთლები ესროლეს.

 ამ ფაქტის გამო, მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული იყო შეხვედრა 25 წუთით შეეჩერებინა.

,,ეს განსაკუთრებული მატჩი იყო ჩემთვის. მე 8 წელი გავატარე მარსელში და ვფიქრობ, რომ ასეთი დახვედრა არ დამიმსახურებია’’ - განაცხადა მატჩის შემდგომ ვალბუენამ.

მარსელისა და ლიონის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

 

წყარო. Eurosport.ru

დღის ამბები