ჰოლანდიის ერედივიზიონში ზედიზედ მესამე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს არნემის ვიტესის კაპიტანი, გურამ კაშია.
ქართველმა მცველმა ამჯერად გრააფსხაპის კარი მე-6 წუთზე წუთზე აიღო და სეზონში მესამე გოლი გაიტანა.
ვალერი ყაზაიშვილმა კი თავი 21-ე წუთზე გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა, ეს ყაზაიშვილისთვის პირველი გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში.
შეხვედრა არნემელებმა 3:0 მოიგეს. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ყაზაიშვილი მინდორზე მეორე ტაიმში შეცვალეს.
ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში ვიტესი 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.
ფოტო: vitesse.nl