მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ყოფილ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
ფერგიუსონის თქმით, 26 წლიანი კარიერის განმავლობაში მსოფლიო კლასის მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს წვრთნიდა.
,,ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში მიწერია, რომ დღეს მხოლოდ ორი ფეხბურთელია მსოფლიო დონის - ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ფეხბურთი ვარსკვლავების ნაკლებობას განიცდის. მე მქონდა ბედნიერება მსოფლიო კლასის ოთხი ვარსკვლავი გამეწვრთნა - ერიკ კანტონა, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და კრიშტიანო რონალდო", - განაცხადა ფერგიუსონმა.
წყარო : Daily Mail