იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, დინო ძოფმა ინტერის შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნერაძურის სკუდეტოს მოგება შეუძლია.
,,ოთხი ტურის შემდეგ რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა ინტერის პროგრესი ერთი შეხედვითაც ჩანს. გუნდმა კარგად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე და შედეგიც შესაბამისია. ყველა პოზიცია კარგადაა დაკომპლექტებული და ვფიქრობ, წელს სკუდეტოს მოგების მთავარი კანდიდატი რობერტო მანჩინის გუნდი იქნება.’’
წყარო: sports.ru