ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მიურეიმ, რომელიც საკუთარ ნაკრებთან ერთად დევისის თასის ფინალში გავიდა, განაცხადა, რომ შეიძლება ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი გამოტოვოს.
,,თუ დევისის თასის ფინალი გრუნტზე ჩატარდება, მაშინ იძულებული ვიქნები წლის შემაჯამებელი ტურნირი გამოვტოვო, რადგან გრუნტზე თამაში დიდ ენერგიას მოითხოვს და ძალების აღდგენისთვის დრო არ მეყოფა.’’
დევისის თასის ფინალი 27-29 ნოემბერს გაიმართება და ერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
წყარო: eurosport.com