17 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
რივალდომ მუხლის ოპერაცია გაიკეთა

1999 წლის ოქროს ბურთის მფლობელი რივალდო ფეხბურთში დაბრუნდა, თუმცა მან ახალ კლუბ მოჟი-მირინში, რომლის მფლობელიც თავადაა, მხოლოდ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოასწრო.

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

რივალდო ბრაზილიის მეორე დივიზიონის კლუბში თავის შვილთან, რივალდინიოსთან ერთად თამაშობდა.

 

 

წყარო: dailymail.co.uk

დღის ამბები