ტურინის იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ, თავის თანამემამულე ფრანჩესკო ტოტის მე-300-ე გოლის გატანა მიულოცა.
,,მე და ფრანჩესკო იტალიის ორი დიდი გუნდის კაპიტნები ვიყავით და ნაკრებშიც არაერთი შეხვედრა გვითამაშია ერთად. ამაყი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ტოტის გვერდით მეთამაშა. არასდროს დამავიწყდება მისი გატანილი პენალტი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიის წინააღმდეგ. ამ მატჩის შემდეგ ყველამ გავაანალიზეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონობა შეგვეძლო. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცა ტოტის ეს მიღწევა და მომავალში წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა დელ პიერომ.
წყარო: goal.com