საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მეექვსე შესარჩევ ჯგუფში ჩეხეთს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
44-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ტატიანა მატვეევამ რასაც ჩეხბის მიერ მეორე ტაიმსი გატანილი სამი უპასუხო ბურთი მოჰყვა.
პირველ ტურში საქართველო იტალიაში 1:6 დამარცხდა, მომდევნო შეხვედრას ქალთა ნაკრები 24 ოქტომბერს თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.