17 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ბელგიელმა ექსტრემალმა 112 მეტრ სიმაღლეზე გაჭიმულ თოკზე ველოსიპედით გაიარა

ბელგიელმა ექსტრემალმა, კენი ბელეიმ ექვსი სანტიმეტრის სიგანის თოკზე, რომელიც 112 მეტრიან კლდეებს შორის იყო გაჭიმული, ველოსიპედით გაიარა.

ბელეიმ ტრიუკი საფრანგეთის ალპებში შეასრულა.

"ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო. ამისთვის ერთ თვეს ვემზადებოდი. დარწმუნებული ვიყავი ჩემს ძალებში, თუმცა თავში ერთი აზრი მიტრიალებდა - ეს შეუძლებელია",- განაცხადა ბელგიელმა.

კენი ბელეი რვაგზის მსოფლიო ჩემპიონია ექსტრემალურ ველოსპორტში. მან ასევე სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ექვსჯერ მსოფლიო თასი.

 

 

წყარო: eurosport.ru

დღის ამბები