მიუნხენის ბაიერნის მცველმა ფილიპ ლამმა ვოლფსბურგის წინააღმდეგ, რობერტ ლევანდოვსკის თამაშს სიგიჟე უწოდა და აღნიშნა, რომ პოლონელს კიდევ ორი გოლის გატანა შეეძლო.
"ლევანდოვსკი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მისი თამაში უბრალოდ სიგიჟე იყო, მან წარმოუდგენელი სილამაზის გოლები გაიტანა, თუმცა შეეძლო შვიდი გოლით დაესრულებინა შეხვედრა. მოხარული ვარ რომ პოლონელი ჩემს გუნდში თამაშობს",- განაცხადა ფილიპ ლამმა.
ბაიერნი-ვოლფსბურგის შეხვედრა 5:1 დასრულდა.
წყარო: goal.com