17 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
11 წლიანი კომის შემდეგ გულშემატკივარი ფედერერის კარიერით დაინტერესდა

როჯერ ფედერერის გულშემატკივარი ხესუს აპარასიო 11 წლიანი კომის შემდეგ გონზე მოვიდა და დედამისს შვეიცარიელი ჩოგბურთელის კარიერის შესახებ ჰკითხა.

2004 წელს აპარასიო მძიმე ავარიაში მოყვა და კომაში იმყოფებოდა. იმ დროისთვის ფედერერი 23 წლის იყო და მსოფლიოს პირველ ჩოგნად ითვლებოდა.

“მე ვფიქრობდი, რომ როჯერს უკვე დასრულებული ექნებოდა კარიერა, როდესაც მითხრეს, რომ 34 წლის ასაკში ის კიდევ თამაშობს ჩოგბურთს და მსოფლიოს მეორე ჩოგანია არ დავიჯერე. ბედნიერი ვარ, რომ მისი თამაშის ხილვის საშუალება კვლავ მექნება,’’ - განაცხადა აპარასიომ.

 

 

წყარო: tennisworldusa.org

დღის ამბები