ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ გუნდის არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მომავალშიც გააგრძელებს პენალტების დარტყმას, მიუხედავად იმისა, რომ მან ლევანტესთან შეხვედრაში ერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
“ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. ის მომავალშიც გააგრძელებს 11 მეტრიანების შესრულებას, რადგან არგენტინელი ამ კომპონენტშიც საუკეთესოა’’ - განაცხადა ლუის ენრიკემ.
წყარო: sports.ru