ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ჩელსის თავდამსხმელს, დიეგო კოსტას არსენალთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
ამ თემას გამოეხმაურა არისტოკრატების მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო.
„მე არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. თუ მე დავიწყებ ლაპარაკს და დეტალურად განვიხილავ ეპიზოდს მაშინ მეც მომცემენ დისკვალიფიკაციას. ამით კი გუნდი დაზარალდება. ჩვენ ისედაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება“ , - განაცხადა პორტუგალიელმა.
წყარო: chelseafc.com