იაია ტურეს განცხადებით, კევინ დე ბრუინეს და რაჰიმ სტერლინგის მისვლის შემდეგ, სიტის შეუძლია ისტორიაში საუკეთესო გუნდი გახდეს.
“სანდერლენდთან შეხვედრაში დე ბრუინე უბრალოდ შეუდარებელი იყო, გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე გადაცემა, სტერლინგმაც შესანიშნავად ითამაშა. ამ ორი ფეხბურთელის მოსვლის შემდეგ გაიზარდა ჩვენი შეტევითი პოტენციალი, რაც მე საშუალებას მაძლევს დაცვაზე ვიყო კონცენტრირებული. სიტის ამ შემადგენლობას შეუძლია ისტორიაში საუკეთესო გუნდის სახელით შევიდეს.“
წყარო: eurosport